13 სექტემბერი 2026,   18:20
ვრცლად
"რადიკალები, აგენტურული ოპოზიცია დიდი ხანია პრაქტიკულად თავს ვერ იკავებს და ამბობს შტატების პრეზიდენტზე იმგვარ ფრაზებს, რაც პრაქტიკულად მისი შეურაცხმყოფელია" - დავით მათიკაშვილი

"კურიერი" ამ დრომდე ელოდება ამერიკის საელჩოს პასუხს წერილზე, რომელიც "ფორმულაზე" გაჟღერებულ ანტიამერიკულ განცხადებებს ეხება. საუბარია ტელეკომპანიის ეთერში გასულ ერთ-ერთ გადაცემაზე, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ჯერ გააკრიტიკეს, შემდეგ კი მათ დასცინეს.

პირდაპირი ეთერის თემა შტატების შუალედური არჩევნები იყო. წამყვანმა, რესპონდენტთან ერთად, ტრამპი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა. ითქვა, რომ პრეზიდენტის დაპირება - "5 ათასი დოლარი ყველა ამერიკელს" - "1 მილიონი ყველა სოფელს" დაპირებას ახსენებთ.

ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის გაშავების მცდელობას მმართველი გუნდი დონალდ ტრამპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებს.

"რადიკალები, აგენტურული ოპოზიცია დიდი ხანია პრაქტიკულად თავს ვერ იკავებს და ამბობს შეერთებული შტატების პრეზიდენტზე იმგვარ ფრაზებს, რაც პრაქტიკულად მისი შეურაცხმყოფელია, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს ანტიამერიკულ განცხადებებს.

ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტების დროს, გვახსოვს თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იგივე გზაზე, იგივე რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები საქართველოში, ასე თამამად აჟღერებენ და ხაზს უსვამენ ქართული აგენტურის ანტიამერიკულ საქციელს, ანტიამერიკულ პოლიტიკას, კონკრეტულად ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რაში არ დადეს ბრალი ხო, მოქმედ შეერთებული შტატების პრეზიდენტს. აშკარაა, რომ ის არაფორმალური გავლენები ცდილობენ ყველგან, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით ებრძოლონ შეერთებული შტატების პრეზიდენტს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები