27 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
"საქართველოს საკითხი ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგში მოწინავე პოზიციაზეა" - დავით ზალკალიანი ორპარტიული აქტის მიღებაზე

ორპარტიული აქტი, რომელსაც კონგრესმენებმა მხარი ერთობლივად დაუჭირეს, ოფიციალური თბილისისთვის არის კიდევ ერთი დასტური, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შტატებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა. მხარდამჭერი აქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა. მისი თქმით, ეს აქტი ადასტურებს, რომ ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგში საქართველოს მოწინავე პოზიცია აქვს.

როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ასეთი მასშტაბის მხარდამჭერი აქტი მტკიცდება. მისივე შეფასებით, ეს ყოველივე არის დამადასტურებელი ფაქტი იმის შესახებ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.

"ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი სახის მაღალი დოკუმენტის მიღება ხდება საქართველოსთან მიმართებაში ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და ადასტურებს იმასაც, რომ საქართველოს საკითხს ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მოწინავე პოზიცია აქვს. ამ დოკუმენტში არის მინიშნება და ბმა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან მიმართებაში და შესაძლო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან შეყვანილი ამ სიაში," - აცხადებს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები