09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ევროსაბჭოში უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დღეს მსჯელობა გაგრძელდება

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობა გაგრძელდება დღეს ევროსაბჭოში.

უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ახალი რეზოლუციის მიღებას ევროსაბჭო არ აპირებს, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ევროსაბჭოს დეპუტატები სწორედ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

ცნობილია, რომ რუსეთს ავტომატურად კენჭისყრის გარეშე გაუგრძელდა სანქციები, რომელიც ევროსაბჭომ უკრაინის ანექსიის გამო დაუწესა რუსულ დელეგაციას. რაც შეეხება თავად უკრაინაში შექმნილ ვითარებას, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არც ერთი ვალდებულება რომელიც ევროსაბჭომ დააკისრა რუსულ დელეგაციას რუსეთს არ შეუსრულებია და მდგომარეობა უკრაინის იმ რეგიონებში, სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს კიდევ უფრო გართულებულია.

ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეაში უკრაინის წარმომადგენლის სერგეი სობოლევის განცხადებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ყველა სესიაზე განხილული იყოს საკითხი იმის შესახებ, თუ რა ხდება შეთანხმებების შესრულების კუთხით.

„ასრულებს კი რუსეთი ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ პუნქტს მაინც. კომიტეტზე იყო აღნიშნული, რომ არა თუ არ გავქვს პროგრესი, არამედ მოსალოდნელია რეგრესი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განხილვები რომ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება იმ დანაშაულებზე, რომელსაც ჩადის პუტინის ფაშისტური რეჟიმი,“ - განაცხადა სერგეი სობოლევიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები