09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს

“ძნელია განსაზღვრო რუსეთის შემდეგი ნაბიჯები უკრაინაში, რადგან ყირიმის ანექსიით რუსეთმა იმდენი საერთაშორისო კანონი დაარღვია, რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო,”-რუსეთის ქმედებებს ესტონეთის პრეზიდენტი აკრიტიკებს.

ამის შესახებ ტომას ჰენდრიკ ილვესმა, ვუდროვ უილსონის ცენტრში მოხსენების დროს ისაუბრა.
ესტონეთის პრეზიდენტმა კიბერუსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით თებერვლის შემდეგ, მოხდა ყველაფერი ის, რაც სცდებოდა ყოველგვარ მოლოდინს.

„ყველა ის შეთანხმება, რომელის მიხედვითაც არ უნდა შეცვალო საზღვრები ძალის გამოყენებით და რომელიც იყო უსაფრთხოების გარანტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არის დარღვეული. ყველაფერი, რისიც გვწამდა, არის ფანჯრიდან გადაყრილი. წესები აღარ არსებობდა,” -განაცხადა პრეზიდენტმა.

ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, არსებობს რაღაც რასაც არ ჩაიდენს რაციონალური მოთამაშე, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ.

„ასე რომ როდესაც მეკითხებით, რას ველი, შემიძლია გიპასუხოთ, რომ არ ვიცი, რადგან თუ გათელავ გარკვეულ წესებს, ხვდები რომ შეგიძლია გათელო სხვა დანარჩენიც,” - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესიმ.

დღის ამბები