09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
უკრაინაში ვითარება დაიძაბა და საბრძოლო მოქმედებებიც გააქტიურდა - ეუთო-ს დასკვნა

უკრაინის ხელისუფლება სეპარატისტებს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ პრორუსმა მებრძოლებმა დონეცკსა და ლუგანსკში გამყოფი ხაზის გასწვრივ საარტილერიო და საზენიტო დანადგარებიდან 20-ჯერ გახსნეს ცეცხლი სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტს ადასტურებს ეუთო-ც. სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად 20 აპრილის შემდეგ რეგიონში ვითარება დაიძაბა და საბრძოლო მოქმედებებიც გააქტიურდა.

დღის ამბები