09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
სასამართლომ ჯოხარ ცარნაევის საქმის განხილვა დაიწყო

მასაჩუსეტსის სასამართლომ ბოსტონელი ტერორისტისთვის განაჩენის გამოტანის საკითხის განხილვა დაიწყო. ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ შეუფარდებენ თუ არა ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯას.

21 წლის ჩეჩენი სასამართლომ ბრალდების ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე დაზარალებულებმა კიდევ ერთხელ მისცეს ჩვენებები, თუმცა ყველა მათგანი არ ეთანხმება ბრალდებულისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდებას და მისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

ჯოხარ ცარნაევს 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტის მოწყობისთვის ასამართლებენ. აფეთქებების სერიას მაშინ 3 ადამიანი ემსხვერპლა, 260 ზე მეტი კი დაიჭრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები