17 სექტემბერი 2026,   18:56
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა ტყიბულში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა ტყიბულში 67-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. თეა წულუკიანმა მოსახლეობას სახალხო დღესასწაული "ტყიბულქალაქობა" და საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ერთად მიულოცა.

ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით, ტყიბულის და მისი მიმდებარე 11 სოფლის 24 ათასზე მეტი მცხოვრები ისარგებლებს.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივთა საჭიროებებზეა ორიენტირებული. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისით ისარგებლებს.

დღის ამბები