13 სექტემბერი 2026,   12:40
ვრცლად
ვითარება საოკუპაციო ხაზთან - პერიმეტრზე უსაფრთხოებას ქართველი პოლიციელები იცავენ

სიმშვიდეა ამ წუთებში შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან. ევროპელი დამკვირვებლების გატაცების შემდეგ, ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები აღარ გამოჩენილან.

ადგილობრივი მოსახლეოება ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის საოკუპაციო ხაზთან მიახლოება კვლავ შეზღუდულია.

პერიმეტრზე უსაფრთხოებას ქართველი პოლიციელები იცავენ. ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისი საოკუპაციო რეჟიმის პროვაკაციას შესაბამისად უპასუხებს, თუმცა მათი ყველა ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული იქნება. 

დღის ამბები