14 სექტემბერი 2026,   14:10
ვრცლად
ვითარება საოკუპაციო ხაზთან უმძიმესია - საპარლამენტო ოპოზიცია საკითხის განხილვას პარლამენტში აპირებს

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის განხილვას აპირებს.

მათი განცხადებით, ვითარება საოკუპაციო ხაზთან უმძიმესია და ანექსია სისტემატიურად ხორციელდება. ამის გამო ოპოზიცია ხელისუფლებას არასწორ საგარეო პოლიტიკაში ადანაშაულებს.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რომ ხელისუფლება სიტუაციის გასაუმჯობესებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტს იყენებს.

დღის ამბები