09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ევროსაბჭოში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები უკრაინის საკითხზე

2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები უკრაინის საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, უკრაინაში, მაიდანზე მიმდინარე აქციების დროს მშვიდობიანი მომიტინგეებს დახვრეტა, მინსკის შეთანხმების და ევროსაბჭოს ვალდებულების შეუსრულებლობა - ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში რუსეთის ხელისუფლების და პირადად ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ისმოდა.

უკრაინელმა დეპუტატებმა ევროპელ კოლეგებს მიაწოდეს ვრცელი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

უკრაინის დელეგაციის წევრის ვლადიმერ არიევის განცხადებით, უკრაინამ გამოიყვანა მძიმე ტექნიკა, რუსეთმა კი - არა. მისი თქმით, რუსეთმა უპრეცენდენტო რაოდენობით მიაწოდა იარაღი სეპარატისტებს.

უნგრეთის დელეგაციის წევრის ზოლიტ ნემეცის თქმით, არ უნდა იქნას უგულებელყოფილი ის, რაც უკრაინაში ხდება.

„თუ შევეგუებით გაყინული კომფლიქტების არსებობას, უკრაინა დაიკარგება,“ - განაცხადა ზოლიტ ნემეციმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები