19 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
ორი ხუთლარიანი ბილეთი დავწერე - ამბროლაურის მერმა გათამაშებაში ავტომობილი მოიგო

ამბროლაურის მერმა ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებაში "პორშეს" მარკის ავტომობილი მოიგო.

როგორც დავით მხეიძე "კურიერთან" ამბობს, ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული არ არის და არც არავის მოუწოდებს მსგავს თამაშებში მონაწილეობას.

"არც მაგის დრო მაქვს და არც სურვილი. დამოკიდებულიც არ ვყოფილვარ. ჩემი სახელით დისშვილებმა შექმნეს გვერდი, ერთ საღამოს როცა ვისვენებდი, ორი ხუთლარიანი ბილეთი დავწერე, ამას არ ვმალავ," - განმარტავს ამბროლაურის მერი.

ამბროლაურის მერის აზარტულ თამაშებში ჩართულობას კრიტიკა მოჰყვა მესამე სექტორის მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელე აზარტულ თამაშებში არ უნდა იყოს ჩართული.

 

დღის ამბები