09 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
სერგეი ლავროვი აღიარებს, რომ აგვისტოს ომი მოსკოვის მხრიდან კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია იყო

სერგეი ლავროვმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სამი რუსული რადიოსადგურის ჟურნალისტებთან ისაუბრა. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ ღიად თქვა, რომ 7 წლის წინ საქართველოში შემოჭრით ნატოს გაფართოება შეაჩერეს. ვრცელი ინტერვიუს დროს სერგეი ლავროვმა პეკინში ჯორჯ ბუშისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების დეტალებიც გაიხსენა.

ლავროვის პოზიცია აგვისტოს ომის მიზეზების შესახებ მოულოდნელი თბილისში არავისთვის ყოფილა. რუსეთის მთავარი დიპლომატის ცინიკურ განცხადებას დღის ბოლოს გამოეხმაურა თამარ ბერუჩაშვილი.

"რუსული ინსტრუქციები ქვეყნის კურსს ვერ შეცვლის"–აცხადებენ, ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდშიც. საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გაამკაცროს.

აგვისტოს ომით, რომ რუსეთმა ნატოს გაფართოება შეაჩერა, ამის შესახებ პირველი განცხადება დიმიტრი მედვედევმა ვლადიკავკაზში სამხედროებთან შეხვედრაზე გააკეთა, მოგვიანებით კი ამ თემაზე ღიად ვლადიმერ პუტინმაც ისაუბრა.

 

ავტორები: ნათია გოგსაძე, მალხაზ მეგრელიშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები