18 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები - ქართული ყაზარმები NATO-ს სტანდარტებით მოეწყობა

ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილი NATO-ს სტანდარტების საყაზარმე სისტემით მოეწყობა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი ყაზარმების გარდა, ტერიტორიაზე სპორტული დარბაზები და საცურაო აუზი განთავსდება. მუხროვანის ბაზას ყველაზე დიდი სასროლეთიც ექნება.

თავდაცვის მინისტრი საპროექტო-სამშენებლო ლოკაციებს ადგილზე გაეცნო. კაპიტალური მშენებლობებია დაგეგმილი პალდოს საწვრთნელ ბაზაზეც. ირაკლი ღარიბაშვილმა მეოცე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ის სიახლეები გააცნო, რისი განხორციელებაც თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო.

დღის ამბები