02 იანვარი 2025,   21:33
ვრცლად
ტაქსი არ ამოდის, ბავშვებს ცელოფნებს ვაცმევთ ფეხზე და ისე დავდივართ"- რუსთავში რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს

რუსთავში გორის ქუჩის მოსახლეობა დაზიანებულ გზას აპროტესტებს. ადგილობრივები მერიას გზის შეკეთებისკენ მოუწოდებენ რადგან მათი თქმით, ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელია.

უგზოობის პრობლემა მოსახლეობას წლებია აწუხებს, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების ამ დრომდე არ ჩატარებულა. რუსთავში გორის ქუჩა ერთადერთი არ არის სადაც გზის პრობლემაა, გადაადგილება ჭირს ასევე ვაჟა ფშაველას ქუჩაზეც.

"კაციშვილი არ კითხულობს არაფერს, მიგვატოვეს, შეხედეთ რა დღეშია გზა, გზას აღარ ჰგავს. ინერტული მასალა დაყარეს და ისიც აიღეს და წაიღეს, რომ ემზადებოდნენ გზის გასაკეთებლად. მას შემდეგ არავინ აღარ გვაკითხავს, ერთი წლის წინ უნდა დაემთავრებინათ, ტაქსი არ ამოდის, ბავშვებს ცელოფნებს ვაცმევთ ფეხზე და ისე დავდივართ. არაფერი არ კეთდება, ყველა გვატყუებს,"- ამბობენ ადგილობრივები "კურიერთან" საუბრის დროს.

მოსახლეობის პრეტენზიებს რუსთავის მერიაში უპასუხეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ გზის ასეთი მდგომარეობა 2018 წელს ჩატარებული ტენდერის შეუსრულებლობის გამო შეიქმნა.

"ახლა გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მიიღო კომპანიამ მონაწილეობა, და ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცესები მიმდინარეობს,"- ამბობენ მერიაში.

დღის ამბები