14 სექტემბერი 2026,   16:47
ვრცლად
აჭარაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

აჭარაში ძლიერი წვიმსა და მეწყერისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. სტიქიამ ყველაზე მეტად ქობულეთის მუნიციპალიტეტი დააზიანა. ჩაქვში, სოფელ გორგაძეებში ჩამოწოლილმა მეწყერა ავთო გორგილაძის ოჯახს ეზო და საკარმიდამო ნაკვეთი წაართვა. დაზარალებულების თქმით, ტერიტორია კვლავ მეწყერსაშიშ ზონად რჩება. გორგილაძეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

გადაუღებელი წვიმის შედეგად  რამდენიმე ქუჩა ბათუმშიც დაიტბორა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ე.წ. "ოცნების ქალაქის" დასახლებაში. ადგილზე, სადაც აჭარელი ეკომიგრანტები უკვე 7 წელია ცხოვრობენ, წყალმა სახლების სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეაღწია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაუმართავი სანიაღვრე სისტემა დასახლებას პრობლემებს სისტემატიურად უქმნის.

წყალდიდობისა და მეწყერისგან დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაეხმარებიან. ბათუმისა მერიაში აცხადებენ, რომ მატერიალური ზარალის დადგენის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.

წყალდიდობისა და მეწყერის გამო საკუთარი საცხოვრებლის დატოვება დროებით 6 ოჯახს მოუხდა. რამდენიმე საათი სტიქიის ზონებს არც ელექტროენერგია მიეწოდებოდათ. როდის დაიწყება აჭარაში სტიქიის მიერ დაზიანებული ადგილების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები