მეუფე გრიგოლის პირველი წირვა მარტვილის მონასტერში - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი გრიგოლი საღმრთო მსახურებას დილიდან აღავლენს. ტაძარში მრევლი და სხვა ეპარქიის მოძღვრებიც იმყოფებიან. მარტვილის ეპარქიაში იმყოფება მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავაც, თუმცა ის წირვაზე არ მისულა.
როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, ძალიან ღელავს, რადგან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა.
"მივმართავ მრევლს, რომ ვიმეგობროთ, ვემსახუროთ ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს. ვნერვიულობ, ვღელავ. დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ხვალ მივდივარ წალკაში და ვიკითხავ, თუ ვინმეს აქვს სურვილი წამოვიდეს," - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში დღევანდელ წირვას მრევლის მცირე რაოდენობა ესწრება. მათი განცხადებით, წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ ჩაერევიან.
"ასე ვასწავლი ბავშვებს, რომ ადამიანი ტანჯვისთვისაა გაჩენილი და უნდა ვიტანჯოთ, თუ გვინდა სასუფეველში მოვხვდეთ, თორემ ბრილიანტებით ვერ მოვხვდებით. ისეთი ცოდნა აქვს პეტრეს, რომ გზას ყველგან გაიკაფავს," - აღნიშნა მრევლის ერთ-ერთმა წევრმა.
"მეუფე პეტრე ძალიან კარგი კაცია, ძალიან გვწყინს რომ ასე მოხდა. მეუფე გრიგოლიც კარგი კაცია, დღეს პირველად უნდა შევხდვეთ, მაგრამ მეუფე პეტრე ძალიან კარგი იყო ჩვენთვის," - განაცხადა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.