18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
"თუ პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს შეიწყალებს ნიშნავს, რომ დაარღვევს თავის სულელურ მორატორიუმს " - ალეკო ელისაშვილი 

შეწყალების სკანდალურ საქმეზე უკვე რამდენიმე დღეა აქტიური განხილვა მიმდინარეობს, მთავარი კითხვაა შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს.

როგორც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, პრეზიდენტს მოუწევს დეკანოზ მამალაძის შეწყალება, რადგან ეს სინოდის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

"პრეზიდენტს აუცილებლად მოუწევს მამალაძის შეწყალება და თუ ეს ასე მოხდება გამოდის, რომ თავის სულელურ მორატორიუმს დაარღვევს," - დასძინა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება შეწყალების კრიტერიუმების შემუშავებას, ელისაშვილის შეფასებით "ახალი კრიტერიუმების შეფასება არის გრანდიოზული სისულელე, რადგან არაჩვეულებრივი კრიტერიუმები უკვე დამუშავებულია". 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე თვლის, რომ  მამალაძის შეწყალების საფუძველი სინოდის შუამდგომლობაა. მისივე თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, ამიტომ საჯარო მოხელეების გადაწყვეტილების დროსა და ადგილს, სასულიერო და რელიგიური ინსტიტუციები არ უნდა წყვეტდნენ.

დღის ამბები