09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
სომხეთის პრეზიდენტი ანკარასთან ურთიერთობების აღდგენის მზადყოფნას გამოთქვამს

სომხეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, ანკარასთან ურთიერთობები აღადგინოს. თუმცა, მისი თქმით, თურქულმა მხარემ პირობები არ უნდა წამოაყენოს.

სერჟ სარქისიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს არასდროს მოუთხოვია თურქეთისგან გენოციდის აღიარება, როგორც ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბების წინაპირობა.

სიტყვა "გენოციდი" კიდევ ერთი დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდა თურქეთისთვის.

ანკარამ ავსტრიიდან თავისი ელჩი გამოიწვია, რადგან ქვეყნის პარლამენტმა ტერმინი "გენოციდი" დეკლარაციაში გამოიყენა.

დღის ამბები