18 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტში 3 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი გოგონას გატაცებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს. სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები