ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი გრძელდება. კომისიამ მარტვილში მუშაობა დაასრულა და ახლა უკვე აბაშაში ინაცვლებს.
ეპარქიის გადაბარების პროცესი მარტვილში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. 9 კაციან კომისიაში, რომელიც ეპარქიის გადაბარებაზე მუშობს, სასულიერო პირები, იურისტები და ეკონომისტები შედიან.
პროცესი სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება. ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სკოლა-გიმნაზიაში ადგილობრივი პრორექტორი დანიშნა და საფინანსო მხარე თავად ჩაიბარა.