ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა 26 მაისის ქუჩაზე ახალაშენებული კორპუსის ფასადზე მუშაობის დროს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, კორპუსზე დამაგრებული გარე ლიფტი მოწყდა რის შედეგადაც მე-10 სართულიდან 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფს, შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მუშა გარდაცვლილი დახვდათ.