09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა ხარკოვში შეხვედრები გამართა

აღმოსავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ხარკოვს ეწვია.

ოლქის გუბერნატორ მიხაილ დობკინთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარე, იაროსლავ ბრძენის სახელობის, ხარკოვის ეროვნულ იურიდიულ აკადემიაში სიტყვით გამოვიდა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

ასევე კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი შეხვედრა, ხარკოვის, ბიზნეს წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ვოლუნტარისტული ჯგუფების წარმომადგენლებთან.

სამივე შეხვედრის მთავარი მიზანი ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქში ქართული გამოცდილების გაზიარებით, კორუფციასთან ბრძოლა და კრიმინალის დამარცხება იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები