26 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
ავარია დიდ დიღომში - დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი გზიდან გადავარდა

დიდ დიღომში, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პეტრიწის ქუჩაზე, დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი გზიდან გადავარდა და კორპუსის კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

ერთ-ერთი მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შედარებით მსუბუქად დაშავდა ავტომობილში მყოფი მეორე მგზავრი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

დღის ამბები