21 დეკემბერი 2024,   21:19
ვრცლად
ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან" პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან" სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებულმა მაყურებელს, რომელიც ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოსეანსზე აპირებდა შესვლას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც აქციის სხვა მონაწილეთა გაღიზიანება მოჰყვა.

"ხალხს აპატიმრებთ, თუ გინებისთვის ყველანი დაგვაკავეთ"- მიმართა ბათუმის სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კონსტანტინე ანანიაშვილს აქციის ორგანიზატორმა ვატო ნებურიშვილმა

რაზეც სამართალდამცავმა აქციის მონაწილეებს მართლ წესრიგის დაცვისაკენ მოპუწოდა

"ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მაყურებელს, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ზომები"- უპასუხა აქციის მონაწილეებს ანანიაშვილმა.

კინოთეატრ "აპოლოსთან" ამ დროისთვის სიმშვიდეა. ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოსეანსი 22:00 საათზე იწყება.

დღის ამბები