18 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
აჭარის მთავრობა "ოცნების ქალაქის" მშენებლობას გეგმავს

ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მალე დაიწყება - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აღნიშნა  რომ მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი დღეს გამოცხადდება.

"ეს იყო ყველაზე დიდი სოციალური გამოწვევა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა როგორც მოქალაქეებს, ასევე მთლიანად რეგიონს. გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, უკვე დასრულდა პროექტირება და დღესვე უკვე გამოვაცხადებთ სახელმწიფო შესყიდვას და გადავალთ შესყიდვების ეტაპზე. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია 580 ბინით უზრუნველყოფა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არც ერთი ადამიანი არ იქნება მეორეხარისხოვანი და მით უმეტეს, როცა საქმე ეხება 1000-ზე მეტ ბავშვს და მათ ოჯახებს"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სატენდერო თანხა 41 მილიონ ლარს აღემატება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება 54 ათასი კვადრატული მეტრი ფართის მშენებლობა.

მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში დასრულდება. თუ ვინ მიიღებს ბინებს, რიჟვაძის განცხადებით, პროცესი იქნება საჯარო და მასში ჩართული იქნება როგორც მესამე სექტორი, ასევე გაეროს ბავშთა ფონდი „იუნისეფი“.

დღის ამბები