This is a modal window.
ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 95 წლის ჯიმი კარტერს ტვინში სისხლი ჩაექცა. ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაგეგმილ ოპერაციას ელოდება.
კარტერი ამერიკის შეერთებულ შტატებს 1977-1981 წლებში მეთაურობდა. 2002 წელს ჰუმანიტარული სამუშაოსთვის ის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.