09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ევროკავშირი ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადასარჩენად გამოყოფილ თანხებს ასამმაგებს

ევროკავშირი ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადასარჩენად გამოყოფილ თანხებს ასამმაგებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს. გარდა ამისა, ალიანსი საზღვაო კონტრაბანდის წინააღმდეგაც ზრდის ბრძოლას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა ოპერაციებში ფრანგული ხომალდებისა და ვერტმფრენების ჩართვის შესახებ. რესურსების გამოყოფას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც.

ხმელთაშუა ზღვაში მძიმე პირობებში მყოფი მიგრანტების დროული გადარჩენის მოთხოვნით ათი ათასობით ადამიანი საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ აქციაზეც გამოვიდა.

დღის ამბები