09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
დღეს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის მასობრივი მკვლელობის ასი წლისთავი აღინიშნება

დღეს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის მასობრივი მკვლელობის ასი წლისთავი აღინიშნება. წუხელ ერევანში ვლადიმერ პუტინი ჩაფრინდა. სომხეთში ფრანსუა ოლანდსაც ელოდებიან.

ამ თარიღთან დაკავშირებით გუშინ ათასობით ადამიანი ერევნის ცენტრში “sistem of a down"-ის კონცერტზე შეიკრიბა. სომხურმა ეკლესიამ კი გარდაცვლილი მილიონ ნახევარი სომეხი წმინდანად შერაცხა.

თარიღი აღნიშნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვყანაშიც. სომხური დიასპორა პარიზის ცენტრში გამოვიდა. სომხურ ეკლესიაში შეიკრიბა ასობით სომეხი იერუსალიმში.

სტამბოლში გამართულ მშვიდობის სამიტზე თურქეთის პრეზიდენტმა გენოციდის თემით მანიპულირებაში სომხური დიასპორა დაადანაშაულა.

გემრანიის პრეზიდენტმა კი ბერლინის კათედრალში სიტყვით გამოსვლისას საუკუნის წინანდელი მოვლენის შეფასებისას ტერმინი ‘გენოციდი” გამოიყენა.

დღის ამბები