მაჟორიტარების მოულოდნელი გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საფრთხე, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ევროსაბჭოს მოლოდინი აქვს, რომ მმართველი პარტია მზად იქნება 2020 წლის ოქტომბერში არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარებისთვის.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე ამბობს, რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მიესალმება.
”ევროსაბჭო მიესალმა ივლისში არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას. ჩვენ მოლოდინი გვაქვს რომ მმართველი პარტია მზად იქნება 2020 წლის ოქტომბერში არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებისთვის.” - აცხადებს კრისტიან ურსე.