პოლიცია ყვარელში მცხოვრებ არასრულწლოვანს ეძებს. "კურიერის" ინფორმაციით, მე-10 კლასის მოსწავლე გოგო, გუშინ სკოლიდან საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე წავიდა, რის შემდეგაც ის, თბილისისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსში შენიშნეს.
დაკარგული მოზარდის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მეზობლების ინფორმაციით, 15 წლის გოგო ბოლოს თბილისში, ისნის რაიონში ნახეს.
საქმეზე გამოძიება, მშობლების განცხადების საფუძველზე, თავდაპირველად კახეთის პოლიციამ დაიწყო, თუმცა გამოძიების ფარგლებში, არასრულწლოვანს ამ ეტაპზე ისანი-სამგორის პოლიცია ეძებს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.