ვენეციაში წყალდიდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის 90 პროცენტი დატბორილია. ქუჩებში წყლის დონემ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს, თითქმის 2 მეტრს მიაღწია.
ქალაქში სასწავლო პროცესი შეწყდა, დაიხურა კაფეები და მაღაზიები. ვენეციის მერი ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს.