23 იანვარი 2025,   00:43
ვრცლად
მეტეხის ხიდზე 100 ათასი მოწამის დღე აღინიშნება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

      დაგეგმილია გვარების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მსვლელობები, რომლებიც მეტეხის ხიდის სიახლოვეს შეიკრიბებიან და ღონისძიებას მსვლელობით შეუერთდებიან.

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.

      პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში ყვავილებს ჩაყრიან.

      100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს.

      უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

      დღის ამბები