09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ცრუ განგაში ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან 911-ში ქანდაკებაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება შვიდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირმა 911-ში დარეკა და განაცხადა, რომ თავისუფლების ქანდაკებაზე აფეთქება იყო მოსალოდნელი. ადგილზე პოლიცია და კინოლოგები მივიდნენ. თუმცა, საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. 

ტურისტული კომპანია Statue Cruises-ის წარმომადგენლები, რომლებიც კუნძულზე ტურისტების გადაყვანას უზრუნველყოფენ, აცხადებენ, რომ ვიზიტორების ქანდაკებამდე გადაყვანა რამდენიმე საათით შეჩერდა. 

უცნობია იმ პირის ვინაობა, რომელმაც 911-ში დარეკა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

დღის ამბები