09 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
თურქეთი რუსეთს აკრიტიკებს

თურქეთის ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალური  წერილით აკრიტიკებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად,  თურქეთის ხელისუფლება პუტინს იმის გამო აკრიტიკებს, რომ მან ოსმალეთის იმპერიის დროს ჩადენილ სომხების მასობრივ მკვლელობას "გენოციდი" უწოდა. 

"არაერთი ხოცვა-ჟლეტისა და გადასახლების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში გასული საუკუნის განმავლობაში განახორციელა, ვფიქრობთ, მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს რა არის გენოციდი და რა არის მისი სამართლებრივი განსაზღვრება. ჩვენ ვგმობთ პუტინის მიერ გენოციდის სიტყვის გამოყენებას 1915 წლის მოვლენების აღწერისას, მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა და მიმართვისა," - წერია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 



დღის ამბები