09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
პუტინმა და ოლანდმა რუსეთისთვის „მისტრალების“ მიწოდების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ვლადიმერ პუტინმა და ფრანსუა ოლანდმა რუსეთისთვის „მისტრალების“ მიწოდების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა ერევანში გაიმართა.

ფრანსუა ოლანდის განცხადებით, სამხედრო ხომალდების გადაცემა უკრაინის კრიზისის მოგვარებასა და მინსკის შეთანხმების რეალიზებაზეა დამოკიდებული.

უკრაინის საკითხის განხილვისას ლიდეებმა ნორმანდიულ ფორმატში ვაშინტონის შესაძლო ჩართვაზეც ილაპარაკეს.

„ამ დროისთვის „მისტრალებთან“ დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთუერთობები არ არის იმ დონეზე, როგორიც გვინდა, რომ იყოს. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ მინსკის შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს და უკრაინის კრიზისი მალე დასრულდეს,“ - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

დღის ამბები