09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ყაზახეთი ხვალ პრეზიდენტს აირჩევს

ყაზახეთი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ხალხი ქვეყნის პირველ პირს ხვალ აირჩევს. დღეს კი ქვეყანაში დუმილის დღეა და ყოველგვარი აგიტაცია აკრძალულია.

მოსახლეობამ არჩევანი სამ ძირითად კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევიცაა, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტს უკვე 25 წელია, იკავებს.

ექსპერტების შეფასებით, ნაზარბაევს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს. მან 2011 წელს ხმების 95 პროცენტი დააგროვა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოქმედ პრეზიდენტს წელსაც გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

არჩევნების მიმდინარეობას 800 დამკვირვებელი დააკვირდება.

დღის ამბები