09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ნეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 900-ს აღწევს

ნეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 900-ს აღწევს. აქედან 500–ზე მეტი ადამიანი მხოლოდ კატმანდუში დაიღუპა.

ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება, რადგან ხალხის ნაწილი კვლავ ნანგრევებში რჩება, ბევრი დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი დედაქალაქიდან ჩრდილო–დასავლეთით 80 კილომეტრის მოშორებით იყო. სტიქიის ზონაში დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი, სერიოზულადაა დაზიანებული კატმანდუს ისტორიული ცენტრიც.

მსხვერპლი მოჰყვა მიწისძვრას მეზობელი ინდოეთისა და ჩინეთის ტერიტორიაზეც. დაღუპულია 40–ზე მეტი ადამიანი.

ძლიერმა ბიძგებმა ევერესტზე ზვავიც გამოიწვია, რასაც 10 ალპინისტი ემსხვერპლა.

ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან ნეპალის მთებში რუსი სპორტსმენების 19 კაციან ჯგუფსაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები