18 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს - გორის ერისთავის თეატრმა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ექიმს სპექტაკლის პრემიერა მიუძღვნა

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის სოლიდარობის ნიშნად გორის ერისთავის თეატრმა, სპექტაკლის პრემიერა ვაჟა გაფრინდაშვილს მიუძღვნა. "სოლიდარობა ვაჟა ექიმს" - ამ სიტყვებით დაიწყო გუშინ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი - "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი".

სცენიდან მსახიობები, ხოლო მაყურებელი დარბაზში, ერთდროულად აპროტესტებდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს უკანონო ბორდერიზაციას, მოქალაქეების გატაცებასა და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას. საპრემიერო ჩვენებაზე ერისთავის თეატრში მაყურებელს დღესაც ელოდებიან.

მხატვრული ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

"მიმაჩნია, რომ თეატრს უნდა ჰქონდეს პოზიცია, ყველა თეატრს აბსოლუტურად. ამ შემთხვევაში ეს სპექტაკლი მით უმეტეს თემატურად ემთხვევა ექიმზე და პაციენტზე არის ამბავი," - აცხადებს დავით ჩხარტიშვილი.

რეჟისორის განცხადებით, სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი შეეცდება კონკრეტულ ნაწარმოებს ახალგაზრდებში პოპულარიზაცია მოახდინონ და მაყურებლამდე საინტერესო ფორმით მიიტანონ.

"თეატრის ხელმძღვანელობამ და სპექტაკლის შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის," - აცხადებს რეჟისორი, ელენე მაცხონაშვილი.

დღის ამბები