ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს. ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე ბრალი ორი დღის წინ დაუმძიმდათ. მოსამართლე აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული, მას სახაზინო ადვოკატი იძულების წესით დაუნიშნეს.
გურამ ჩალაგაშვილი პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” წევრი ამბობს, რომ ვიდეო მტკიცებულებები ოქრუაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს.
"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ოქრუაშვილი იქნეს გამართლებული. არ არსებობს ერთი ვიდეო კადრი, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იქ მივიდა ადგილზე და ვინმეს მისცა დავალება. მაჩვენეთ ვიდეოკადრები და ხმას არ ამოვიღებ. " განაცხადა გურამ ჩაგელიშვილმა.
პროკურორის განმარტებით, თუ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალს 24 ნოემბრამდე ვერ წაუყენებდნენ, ხანდაზმულობის გამო ამას ვეღარ შეძლებდნენ.
"თუ ირაკლი ოქრუაშვილს 24 ნოემბრამდე ვერ წავუყენებდით ბრალს, მერე ვერასდროს ვერ წავუყენებდით. შესაბამისად, დევნა დაწყებულია და სასამართლოს განხილვას ხელს არაფერი არ უშლის. ჩვენ, ბრალი უკვე გავაცანით. ხელს მოაწერს თუ, არ მოაწერს ეს უკვე მისი უფლებაა, " განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ბუტა რობაქიძის მკვლელობის ახალ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ ოქრუაშვილთან ერთად ბრალი ზურაბ ადეიშვილსაც წაუყენა. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.