06 ოქტომბერი 2024,   11:03
ვრცლად
როგორი იქნება შეწყალების ახალი წესი - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკითხზე მუშაობა დაასრულა

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ​მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წესის მიხედვით, დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები გამარტივდა.
 
შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.
 
შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.
 
შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე  გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან.
 
შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება" - ნათქვამია პრეზიდენტის ადმისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები