09 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავს ნურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მოქმედი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აღნიშნავს. მართალია არჩევნების შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ეგზიტპოლებით მომქედმა პრეზიდენტმა 97%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

ნაზარბაევმა თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა და პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

74 წლის ნურსულთან ნაზარბაევი უკვე 26 წელია ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

დღის ამბები