თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრ ბექა პაპაშვილს 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბექა პაპაშვილის ადვოკატი სალომე ქურდიანი აცხადებს, რომ დაკავებულის პასუხისგებაში მიცემა არის პოლიტიკური ნება და მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.
"მოსამართლე გაოგნებული იყო და ბრალდების მხარე გაწბილებული, რომ მტკიცებულებებით ვერაფერს ამტკიცებდნენ, მხოლოდ ის მტკიცდებოდა, რომ ბექა პაპაშვილი იყო უდანაშაულო, " განაცხადა სალომე ქურდიანმა.
18 ნოემბერს დაკავებული გიორგი რუხაიას პროცესი კი, ახლაც მიმდინარეობს და დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე წარადგენს ვიდეო მტკიცებულებას, სადაც ასახულია გიორგი რუხაიას დაკავების კადრები.
გიორგი რუხაია და ბექა პაპაშვილი გუშინ ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის მთავრობის ადმინისტრაციათან დააკავეს.