09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
უჩვეულო მარათონი ლონდოში - წყვილმა შეჯიბრის მსვლელობისას იქორწინა

ლონდონის მარათონი წელს განსაკუთრებული უჩვეულობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთმა წყვილმა დაქორწინება პირდაპირ შეჯიბრის მსვლელობისას გადაწყვიტა. მარათონის მონაწილეებს წყვილი შუა გზაზე გამოეყო, საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ კი კვლავ გარბენში ჩაერთო.

პროფესიონალებთან ერთად ღონისძიებაში მოხალისეებიც მონაწილეობდნენ. თანხების მოზიდვის მიზნით, მათ სხვადასხვა გმირის კოსტიუმები მოირგეს.

ორგანიზატორების განცხადებით, ლონდონის მარათონის მონაწილეებმა ქველმოქმედებისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი შეაგროვეს.

დღის ამბები