09 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ნეპალში დაღუპულთა რიცხვმა 3 ათას 900-ს მიაღწია

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 ათას 900–ს მიაღწია.

მაშველებმა კატმანდუში ნანგრევებდან დღეს კიდევ რამდენიმე ცხედარი ამოიტანეს. საავადმყოფოებში 7000-ზე მეტი დაშავებულია მოთავსებული.

დედაქალაქში შენობების უმეტესობა მთლიანად განადგურებულია, ნეპალელ მაშველებს ოპერაციაში უცხოელებიც ეხმარებიან.

გაერომ ქვეყანაში 15 ათასი სპეციალისტი გაგზავნა.

დღეს ევერესტიდან მთამსვლელთა ევაკუაციაც დასრულდა. ზვავში ჩარჩენილი 200-მდე ალპინისტი ვერტმფრენებით გამოიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები