09 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
კიდევ ერთი ქართველი უკრაინის ხელისუფლებაში-გიზო უგულავა ანტიკორუფციულ ბიუროში განაგრძობს მუშაობას

კიდევ ერთი ქართველი დანიშნა მაღალ თანამდებობაზე უკრაინაში. ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა პირველი მოადგილის პოსტი გიზო უგულავას ჩააბარა. კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უგულავამ პირობა დადო, რომ კორუფციასთან ბრძოლისას დათმობაზე არ წავა.

„მთელი ჩემი საქმიანობა უკავშირდებოდა იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც კორუფციონერთა საქმეებს იძიებდა. ჩვენ სიტყვას ვაძლევთ უკრაინელ ხალხს, რომ ვიმუშავებთ და კორუფციას დავამარცხებთ. ჩემთვის ამ თანამდებობაზე დანიშვნა დიდი პატივია, რადგან კარგად მესმის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც უკრაინის მოსახლეობის წინაშე ვიღებ,“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე უგულავამ.

უგულავა წლების განმავლობაში გამომძიებელი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა აჭარის საოლქო პროკურატურას და მუშაობდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე.

დღის ამბები