ხმაური და დაპირისპირება ხულოში - "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროში არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტებს "ოცნების" მხარდამჭერებმა შესვლის საშუალება არ მისცეს. აქტივისტები "ალტერნატივას" წარმომადგენლებს ცოცხებით დახვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების თქმით, ანზორ ბოლქვაძე ერთ-ერთია ვინც ხელი შეუშალა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების საკითხი ჩააგდო. აქციის მონაწილეებს ანზორ ბოლქვაძის კაბინეტთან სტიკერების გაკვრა უნდოდათ, რასაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. პოლიცია ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდა.