18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა

"ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა.

საპატიმროდან გამოსულმა ჩხარტიშვილმა პროტესტის ნიშნად იზოლატორთან ლობიო მიმოფანტა.

"ივანიშვილის ოცნებაა ერთპარტიული, ერთპიროვნული დიქტატურა. ეს ოცნება აუცილებლად დაიმსხვრევა ჩვენი ხელით. ასეთი ოცნებები ჰქონიათ სხვებსაც. თუმცა ის რაც ჩაიდინა ივანიშვილმა, არ გაუკეთებია არც შევარდნაძესა და არც სააკაშვილს. ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო დაკავებები. ივანიშვილს ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების სალაფავი და ეს აუცილებლად მიეცემა მას პასუხისგებაში მიცემის წინ, საკუთარ მონებთან - წულუკიანთან, კობახიძესთან, თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად," - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს, საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

დღის ამბები