29 სექტემბერი 2020,   04:49
ვრცლად
ევროკავშირის სპეციალური პრიზი რეჟისორ უტა ბერიას ერგო

"ადამიანის უფლებები კინოში 2019 " - თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის სპეციალური პრიზი რეჟისორ უტა ბერიას ერგო.

უკვე მესამე წელია, რაც ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირი ამ ჯილდოს გასცემს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელის თქმით, მოხარულია, რომ გამარჯვებულს პრიზი გადასცა.

"წელს საუკეთესო ფილმის არჩევა საკმაოდ რთული პროცესი იყო სიამოვნებით გადავეცი პრიზი გამარჯვებულს, კიდევ ერთხელ ვულოცავ რეჟისორ უტა ბერიას," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რეჟისორი უტა ბერიას თქმით, მისი მთავარი მოტივაცია მაყურებელია.

"მაყურებელმა გულთან ახლოს მიიტანა ეს ფილმი რაც ჩვენი მთავარი მოტივაცია, როდესაც ამ ფილმზე მუშაობა დავიწყეთ, ჩვენი მთავარი გამარჯვება მაყურებლის რეაქცია იყო ფილმის ყურების დროს,"- აღნიშნა რეჟისორმა.

დღის ამბები