09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ნეპალში გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია დაიწყო

საშიში დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, ნეპალის ხელისუფლებამ მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, თითქმის 8 მაგნიტუდის მიწისძვრას 4 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიური უბედურების შემდეგ ქვეყანას საკვებისა და საწვავის კრიზისი აქვს. დაბინძურებულია სასმელი წყალი. იქ უკვე ჩავიდა საერთაშორისო სამაშველო ჯგუფი, რომელიც ზარალს შეაფასებს.

ძლიერი მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ ქვეყანაში განმეორებითი ბიძგები ისევ არ წყდება, რის გამოც კატმანდუს მოსახლეობა კვლავ კარვებში ათენებს ღამეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები