09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
"რუსეთის იზოლირება დასავლეთს არ გამოუვიდა" - სერგეი ლავროვი

"რუსეთის იზოლირება დასავლეთს არ გამოუვიდა" - რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვი სხვადასხვა სახის კონფრონტაციების ობიექტი გახდა, მათ შორის საინფორმაციო კამპანიის, თუმცა სასურველ შედეგს დასავლეთმა ვერ მიაღწია.

"უპრეცედენტო კონფრონტაციის ობიექტები გავხდით, არა მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს საინფორმაციო პროპაგანდისტული კამპანია, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით. მთავარი სამიზნე კი რუსეთის იზოლირება იყო. თუმცა, ამის მიღწევა არ გამოუვიდათ. ჩვენი მოთმინება და თავდაჯერება, ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე დიდ მიღწევას წარმოადგენს." - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

სერგეი ლავროვმა ინტერვიუში უკრაინის მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის სურვილია უკრაინა ერთიანი იყოს და მისმა რეგიონებმა მშვიდობიანი თანაარსებობა შეძლონ.

დღის ამბები